მხოლოდ ისინი, ვისი დავალებითაც ის ასრულებს ლეგიტიმური პრეზიდენტის როლს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ კითხვაზე პასუხად, შესაძლებელია თუ არა, რომ დასავლეთში ვინმემ სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიღოს.
„ესეც გარკვეული გეგმისა და სცენარის ნაწილი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს ერთ მშვენიერი დღეს გამოეცხადებინა, რომ თურმე, ის არის ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი ამ ქვეყანაში და ამგვარად ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა არჩევნები, ამით ჩაჰბღაუჭებოდა პრეზიდენტის თანამდებობას. ეს არასერიოზულია, რა თქმა უნდა, რამდენადაც არჩევნები ჩატარდა, არჩევანი გაკეთდა, არჩეულია ახალი პრეზიდენტი და საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე უსაფუძვლოა და არალეგიტიმურია სწორედ ის განცხადებები, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს და ისევ სჯობს, სტიპენდიატობის ჩარჩოში დარჩეს”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ზურაბიშვილზე, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატია.