არსებობს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რაც საფუძველი უნდა გახდეს, რომ გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება, რომელიც შეიძლება, სამართლებრივ პროცესებს დაედოს საფუძვლად

არსებობს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რაც საფუძველი უნდა გახდეს, რომ გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება, რომელიც შეიძლება, სამართლებრივ პროცესებს დაედოს საფუძვლად

არსებობს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რაც საფუძველი უნდა გახდეს იმისა, რომ საბოლოოდ გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება, რომელიც შემდგომ შეიძლება, სამართლებრივ პროცესებს დაედოს საფუძვლად, მაგრამ პოლიტიკური შეფასება აუცილებლად გასაკეთებელია, მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკოსები დღემდე ცდილობენ, გააკეთილშობილონ ის, რაც იყო ცალსახად დანაშაულებრივი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებების გამოძიების მიზნით პარლამენტში უნდა შეიქმნას.

მისი შეფასებით, ამ კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია.

„საჭიროა, რომ ეს გააკეთოს საქართველომ. ჩვენ ძალიან გვიჭირს-ხოლმე, ან არ გაგვიკეთებია და გარკვეულწილად არ მოგვიცლია, წარსულისთვის სწორი შეფასებები მიგვეცა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქუჩაში დგანან ახალგაზრდები, რომლებმაც ხშირად არ იციან, რომელი პოლიტიკოსების გვერდით უწევთ დგომა. მათ იმ ხალხის გვერდით უწევთ დგომა, რომლებიც ემსახურებოდნენ რეჟიმს - სახელმწიფო მოქალაქეებს ქუჩაში ესროდა და კლავდა. ასეთი სახელმწიფო იყო და ამის სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური შეფასება, ჩვენ ვიწვალეთ, მაგრამ ამ დრომდე ვერ გავაკეთეთ.

დღეს არსებობს ყველანაირი საფუძველი, სამართლებრივი საფუძვლებიც არსებობს, არსებობს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რაც საფუძველი უნდა გახდეს იმისა, რომ საბოლოოდ გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება, რომელიც შემდგომ შეიძლება, სამართლებრივ პროცესებს დაედოს საფუძვლად, მაგრამ პოლიტიკური შეფასება აუცილებლად გასაკეთებელია, მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკოსები დღემდე ცდილობენ, გააკეთილშობილონ ის, რაც იყო ცალსახად დანაშაულებრივი. ეს სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას. ეს აუცილებლად სჭირდებათ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს დგანან ქუჩაში, ჩვენს მომავალ თაობას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ეს პროცესი სჭირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

„თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ამ წრიდან ძალიან გაგვიჭირდება გამოსვლა. ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე აღარ რჩება იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს დემოკრატიული პროცესის საკვები, იმდენად უზურპირებულია ეს სივრცე იმ ჯგუფების მიერ, რომლებიც თავის თავს ოპოზიციას ეძახიან და სინამდვილეში მუდმივად სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს არ შეუწყვეტიათ არც ერთი დღე, არც ერთი წუთი და ამას აკეთებენ 2012 წლიდან სხვადასხვა ფორმით“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.