მაკა ბოჭორიშვილი: არავის მოგვწონს, რა მდგომარეობაშიც არის საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები. ღრმად ვართ დარწმუნებული, მოცემულობები შეიძლება შეიცვალოს

მაკა ბოჭორიშვილი: არავის მოგვწონს, რა მდგომარეობაშიც არის საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები. ღრმად ვართ დარწმუნებული, მოცემულობები შეიძლება შეიცვალოს

ცოტა ხნის წინ ბუნდესტაგის განცხადება გაკეთდა არჩევნებთან დაკავშირებით და დაიწერა, რომ თურმე აქ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არ ყოფილა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ესეც ჩვენი პარტნიორების არჩევანია, რა უნდათ მათ - სიმართლის დანახვა უნდათ და ურთიერთობების ნორმალურ რეჟიმში გადაყვანა თუ იმ ალტერნატიული რეალობის თავად შექმნა, რომელსაც ქმნიან ასეთი დეზინფორმაციებით თუ არასწორი ინფორმაციებით და შემდგომ ამის გამყარება.

ესეც რაღაცას ემსახურება. დღეს არის რაღაც მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა, არავის არ მოგვწონს, რა მდგომარეობაშიც არის დღეს საქართველოს და ევროკავშირის, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები. თუმცა, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გვესმის, ძალიან მალე შეიძლება სხვაგვარად შეიცვალოს და სხვაგვარი მოცემულობა და შესაძლებლობები გაჩნდეს ამ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, იმ ჩარჩოებში დასაბრუნებლად, რაც სჭირდება ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.