გივი მიქანაძე ბუნდესტაგის წევრების განცხადებაზე: ეს კამპანია მიზანმიმართულად გრძელდება იმისთვის, რომ რადიკალიზაცია მოხდეს საზოგადოებაში

გივი მიქანაძე ბუნდესტაგის წევრების განცხადებაზე: ეს კამპანია მიზანმიმართულად გრძელდება იმისთვის, რომ რადიკალიზაცია მოხდეს საზოგადოებაში

ეს კამპანია მიზანმიმართულად გრძელდება იმისთვის, რომ რადიკალიზაცია მოხდეს საზოგადოებაში, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის ჩაწერასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რაღაც მოცემულობები გაამძაფრონ, ბუნდესტაგის წარმომადგენლები არ ერიდებიან დეზინფორმაციის გავრცელებას.

„ეს კამპანია მიზანმიმართულად გრძელდება იმისთვის, რომ რადიკალიზაცია მოხდეს საზოგადოებაში. მათი მხრიდან წახალისებული იყოს ის მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ შეასრულონ ის დავალებები, რაც ლიბერალების მხრიდან, მათი პატრონების მხრიდან მომდინარეობს.

შესაბამისად, იმისთვის, რომ რაღაც მოცემულობები გაამძაფრონ, ბუნდესტაგის წარმომადგენლები არ ერიდებიან დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიზანმიმართულია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოაქვეყნა.

 
Aburjga Tasmanieli ბატონო გივი, მე იმ ქვეყნის ბუნდესტაგში ვნახე არმაგედონის ზანგი დატრიალებული თავისი შავი ჩოილარით რომლის საგარე საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ორჯერ კაცზე გათხოვილი კაცია! და არც დანარჩენები უარობენ მაგ საქმეში მონაწილეობას! მაგათი რეზოლიუცი და ვირის კუილი ერთია! ხომ გამოფინეს თავიანთი უტვინობა და უზნეობა საჟაროდ?! ხომ მოთრეს თავი ბერტოლდ ბრეხტს და იოჰან ვოლფგანგს, ჰერმან ჰესეს და ლიუდვიგ ვანს.... ფუი მაგა თახსირებს!
1 კვირის უკან
მარბიელი თუ საზოგადოება დაიჯერებს, რომ "ბიულეტენები ჩაყარეს" "ოდირს დაკვირვება არ უწარმოებია" "არჩევნები რუსის კარნახით ჩატარდა" "1 პირადობით 17 ხმა მისცეს" "400 ათასი ხმა გაყალბდა" ... და მსგავს სისულელეებს, დაიჯერონ; ისინი ბევრნი ნამდვილად არ იქნებიან და ქართული ფსიქიქტრიაც მაღალ დონეზეა
1 კვირის უკან