დავპირდით საზოგადოებას, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ამ საკითხს დააინიცირებდა, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
მისივე თქმით, სწორედ ამ დანაპირების შესრულებას აქვს ადგილი.
„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო კოჰაბიტაციის ე.წ. რეჟიმი. ჩვენ ახლა უკვე, როდესაც სახელმწიფო თავის სუვერენიტეტს ამყარებს და წინასაარჩევნოდ განვაცხადეთ ღიად, საჯაროდ, დავპირდით საზოგადოებას, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ამ საკითხს დააინიცირებდა, სწორედ ამ დანაპირების შესრულებას აქვს ადგილი“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.