მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კალიფორნიაში ჩავიდნენ, სადაც ხანძრის გამო ლოს-ანჯელესიდან ევაკუირებულ ადამიანებს ეხმარებიან

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კალიფორნიაში ჩავიდნენ, სადაც ხანძრის გამო ლოს-ანჯელესიდან ევაკუირებულ ადამიანებს ეხმარებიან

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია კალიფორნიის ქალაქ პასადენაში ჩავიდნენ, სადაც ხანძრის გამო ლოს-ანჯელესიდან ევაკუირებულ ადამიანებს საკვები დაურიგეს, - იუწყება SkyNews-ი.

მეგან მარკლი ადგილზე ლურჯ პერანგში ჩაცმული მივიდა წარწერით «LA» (ლოს-ანჯელესი). ის მეუღლესთან ერთად ანუგეშებდა ხანძრისგან დაზარალებულ ადამიანებს.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ასევე შეხვდნენ ქალაქის მერს და მეხანძრეებს, რომლებსაც პირადად მოუხადეს მადლობა იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი ასრულებენ.

ლოს-ანჯელესში უკვე რამდენიმე დღეა ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. ლოს-ანჯელესიდან ევაკუირებულია 180 000-მდე ადამიანი. 11 ადამიანი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.