საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოში ხმაური იყო მას შემდეგაც, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის მოთხოვნა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით.
პროცესზე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სამართალდამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შესვენების შემდეგ კი აღნიშნა, რომ ის სხვა პოლიციელში შეეშალა და ბოდიში მოიხადა.