მარკ ცუკერბერგმა ფაქტების გადამოწმების პროგრამა ჯორჯ ორუელის „1984“-ს შეადარა

მარკ ცუკერბერგმა ფაქტების გადამოწმების პროგრამა ჯორჯ ორუელის „1984“-ს შეადარა

კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში ფაქტების გადამოწმების პროგრამა ჯორჯ ორუელის „1984“-ს შეადარა.

„ვფიქრობ, ხალხი უბრალოდ გრძნობდა, რომ ფაქტჩეკერები ზედმეტად მიკერძოებულნი იყვნენ“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

„ასე რომ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის შემდეგ, ეს არის რაღაც ისეთი, როგორიც არის „1984“. ეს ანგრევს ნდობას, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა მან.

კომპანია Meta-მ სამშაბათს ფაქტების გადამოწმების პროგრამას შეწყვიტა და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა.

ფაქტების შემოწმების პროგრამა Meta-მ 2016 წელს აშშ-ის არჩევნების შემდეგ შემოიღო და კონტენტის მართვისა და დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. თუმცა, მოგვიანებით, კომპანიის მესვეურებმა განაცხადეს, რომ ეს სისტემა „პოლიტიკური ზეწოლის“ გამო შემოიღეს და ის ძალიან შორს წავიდა.

მარბიელი როგორც ჩანს "ფაქტების გადამოწმების პროგრამა" გაუქმდა არა მარტო აშშ-ში, როგორც ამას "ჩვენი" გარეწარი ფაქტჩეკერები კინწურაშვილი და კაპანაძე ზმუიან, არამედ დაუქმდა მთელ მსოფლიოში
2 საათის უკან