27 წლის ცნობილი ამერიკელი ბლოგერი ჭამის დროს დაიხრჩო

27 წლის ცნობილი ამერიკელი ბლოგერი ჭამის დროს დაიხრჩო

27 წლის ცნობილი ამერიკელი ბლოგერი, კეროლ აკოსტა ჭამის დროს დაიხრჩო. გარდაცვალების ფაქტი მისმა დამ დაადასტურა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

მედიის დნობით, ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებთან ერთად ვახშმობდა, როდესაც მას საკვები გადასცდა და ჰაერის უკმარისობის გამო გული გაუჩერდა.

Instagram-ზე, აკოსტას 6,7 მილიონი გამომწერი ჰყავდა. ახალგაზრდა ქალი თავის ბლოგში ბოდიპოზიტიურობაზე და საკუთარ თავზე ჰყვებოდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.