"ბოლო პერიოდში ლაპარაკია, რომ "ქართული ოცნება" გეზს რუსეთისკენ იღებს, ამავე დროს, არცთუ იშვიათად მიაყოლებენ ხოლმე, რომ 2012 წლამდე ყველაფერი წესრიგში იყო. იმის შესადარებლად თუ 2012 წლამდე რუსეთთან ურთიერთობაში რა ხდებოდა და 2012-ის მერე რა ხდება, ამასთან რა მდგომარეობა იყო ადამიანის უფლებების მხრივ, მე მგონი ეს კომისია ამ საკითხების ჩამოყალიბებისთვის, ფორმულირებასა და გამძაფრებისთვის კეთდება",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ.
"ოცნებამ" "ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესის დაწყება დაანონსა, მათი თქმით, შეიქმნება "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით, 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი ვარაუდით შესაძლოა არც იყოს პროცესი ვინმეზე მიმართული, რადგან ზოგმა უკვე სასჯელი მოიხადა, ზოგი ციხეშია ენმ-ს ხელისუფლების დროინდელი ჩინოვნიკებიდან და ეს პროცესი მიმართული იქნება ზოგადად პოლიტიკურ პარტიის საქმიანობაზე.
"გარკვეული თვალსაზრისით, მართლაც არალოგიკურია 12 წლის მერე საკითხის წამოწევა, თან ძირითადი მოქმედი პირები, ვინც იყვნენ, ან უკვე პატიმრობამოხდილია, ან ახლა არიან პატიმრობაში და დგება კითხვა - რა მიზანია? ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში, ჩემი ვარაუდი ჩამომიყალიბდა - ბოლო პერიოდში, ლაპარაკია იმაზე, რომ "ქართული ოცნება" გეზს რუსეთისკენ იღებს, ამავე დროს, არცთუ იშვიათად მიაყოლებენ ხოლმე, რომ აი, 2012 წლამდე ყველაფერი წესრიგში იყო. იმის შესადარებლად, თუ 2012 წლამდე რიუსეთთან იურთიერთობაში რა ხდებოდა და 2012-ის მერე რა ხდება, ამასთან რა მდგომარეობა იყო ადამიანის უფლებების მხრივ, მემგონი ეს კომისია ამ საკითხების ჩამოყალიბებისთვის, ფორმულირებასა და გამძაფრებისთვის კეთდება.
"ვვარაუდობ, რომ კომისია ვინმეზე მიმართული არ იქნება, უკვე არც არავინ აღარ დარჩა და უფრო იქნება ზოგადად პოლიტიკურ პარტიაზე, ამ პარტიის საქმიანობა ქართულ ინტერესებს, ადამიანთა უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებს რამდენად შეესაბამებოდა. ეს პროცესი ალბათ შიდაპოლიტიკისთვის უფრო საინტერესოა. საინტერესო იმ გაგებით, რომ შიდა პოლიტიკურ ინტერესებს ეხება, ვიდრე გარე პოლიტიკური წრეების, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გარედანაც დაიწყოს შეტევა, არიქა "ოცნებამ" ოპოზიციას სამართლებრივი დევნა გამოუცხადაო, მაგრამ ასეთი გაგრძელება ექნება თუ არა ამ ინიციატივას, დამოკიდებულია იმაზე, თუ უცხოეთში რა მდგომარეობა იქნება. ფაქტია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაზე აგრესია უფრო დემოკრატებისთვისაა დამახასიათებელი, რესპუბლიკელების მოსვლის შემდეგ რა სიტუაცია შეიქმნება, ამის თქმა მიჭირს",- განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსმა ოპოზიციაში გაჟღერებულ იმ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებისდრინდელი ბევრი ყოფილი ჩინოვნიკი "ქართულ ოცნებაში" გადაბარგდა.
"საინტერესო კანონზომიერება არსებობს, იყო საფრანგეთის რევოლუცია, ფრანგებმა ათასობით გელიოტინა დააყენეს და ნახევარი საფრანგეთი გაწყვიტეს. მერე ბოლშევიკების დიდი მასშტაბის რევოლუცია მოხდა, ბევრი გაწყვიტეს, მაგრამ რაღაც ეტაპზე დაუდგათ საკითხი, რომ სპეციალისტები არ ჰყავდათ ეკონომიკიდან დაწყებული სამხედრო საქმით დამთავრებული. შექმნეს კომისრების ინსტიტუტი და თავისთან ამუშავებდნენ ამ მტრის წარმომადგებლ სპეციალისტებს, რომ სახელმწიფო გაემყარებინათ.
"ყოველთვის, როცა ერთი პოლიტიკური ძალა მიდის და მეორე მოდის, ეგ საკითხი დგება, რომ რას უზამს იმ წინა რეჟიმის მომსახურეებს. მახსოვს ივანიშვილმა ადრე რაღაც მომენტში თქვა კიდეც, რომ ხომ არ გავწყვიტავთ ამ ხალხს, თუ კარგად იმუშავებენ, ჩვენთან იმუშაონ რატომ უნდა გამოვეკიდოო. დაახლოებით ეგ მოდელი მოსამართლეებთან გათამაშდა, მიეცათ იმის საშუალება, რომ შრომაში გამოისყიდონ ადრინდელი, ეგ პოლიტიკაც არსებობს და ამ პოლიტიკითაა, რომ ბევრი "ნაციონალი" გააჩინეს თავიანთ რიგებში.
"მეორეს მხრივ იდეალური არც ეს პოლიტიკა არაა, რადგან შეიძლება ძველი რეჟიმიდან ასეთი ჩანერგილი ადამიანი, საბოტაჟითა თუ სხვა ხერხებით ისევ სახელმწიფოს ეწინააღმდეგებოდეს. არაა გამორიცხული, რომ იმათზეც შეტრიალდეს გამოძიება, ვინც ახლაა "ოცნების" რიგებში და არც ისაა გამორიცხული, რომ ისტორიის ეგ ნაწილი გადაიფურცლოს და მხოლოდ ის საკითხები დადგეს დრის წესრიგში, რომელიც ამ პოლიტიკურ პარტიას შეაფასებს ზოგადად რუსეთთან მიმართებაში",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".