მამუკა მდინარაძე: თემურ ჭყონიას მეგობრულ რჩევას მივცემდი, თავს ნუ დაიიმედებს და პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა. თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათაო ოფისიდან დაუწესონ

მამუკა მდინარაძე: თემურ ჭყონიას მეგობრულ რჩევას მივცემდი, თავს ნუ დაიიმედებს და პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა. თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათაო ოფისიდან დაუწესონ

„თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი, რომ ზედმეტად თავს ნუ დაიიმედებს და პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა. თავის სანქციებს მიხედოს რომელიც შეიძლება თავისივე სათაო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თემურ ჭყონიას მიერ სანქციების შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მამუკა მდინარაძე ყველას მოუწოდებს, დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ვითარდება მოვლენები მსოფლიოში გეოპოლიტიკური მიმართულებით. 

მისივე თქმით, მაშინ, როცა ქვეყანა ფიზიკური გადარჩენის საფრთხის წინაშე დგას და ამ დროს, ეთნიკურად ქართველი მაინც ვიღაცის ინტერესებს ატარებს და ცდილობს, სხვას მოღალატე დაარქვას, ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით მავნებლობა საკუთარი სამშობლოს წინაშე აღარ არსებობს.

„არ ვიცი მისი ლიცენზიის პირობები, მაგრამ ლიცენზიის პირობებს ჩახედოს კარგად. მე ბევრი გამიგია მსგავსი კომპანია, რომელიც თავის ფილიალებს ასანქცირებს იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკაში ერევიან. აქედან გამომდინარე ყველამ თავს მიხედოს, ვინც დაიმედებულია ქართველი ხალხის არჩევანის დასანქცირებით და ამ შემთხვევაში მარტო თემურ ჭყონიას არ ეხება ეს, ყველა დაფიქრდეს იმაზე, განსაკუთრებით მსოფლიოში, გეოპოლიტიკური მიმართულებით როგორ ვითარდება მოვლენები. მსოფლიოში რა ხდება და ესენი აქ დარბიან- ბებიას „ბაბუშკა“ ვერ ერქმევა, მაიმუნს „ობეზიანა“, ძაღლს „საბაკა“ და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. მსოფლიოში ცოტა სხვანაირად ვითარდება მოვლენები და ცოტა სხვა მასშტაბურ, გლობალურ გადალაგებებთან და ტურბულენტობებთან გვაქვს საქმე.  იქნებ გავითავისოთ, რომ ამ დიდი საკითხების გადაჭრის დროს საქართველომ, რაც მთავარია თავისი თავი შეინარჩუნოს და გადაირჩინოს. ამაზე ვართ მხოლოდ ორიენტირებულები და შენ, ეთნიკური ქართველი, აქ რომ მებრძვი სხვისი სახელით იქნებ დაფიქრდე, ცოტა ხანი მაინც გაიწიო გვერდზე, რომ ფიზიკურად გადავრჩეთ. როცა იცი, რომ ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს შენს ქვეყანაში და მაინც ვიღაცის ინტერესებს ატარებ და მერე ცდილობ, რომ სხვას მოღალატე დაარქვა, ეს ღალატი კი აღარ არის, ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით მავნებლობა საკუთარი სამშობლოს წინაშე აღარ არსებობს. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ახლა არის დრო, როცა ამ გლობალური, დიდი ძვრების პროცესში, ამ პატარა, მაგრამ საბედნიეროდ ამაყმა ქვეყანამ ბრძენი ხალხით საკუთარი თავი უნდა გადაირჩინოს და გავიდეს სამშვიდობოს და ფონს საღ-სალამათი და ფიზიკურად ცოცხალი“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.