მამუკა მდინარაძე: ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერა ხელი, არამედ უბრალოდ, ეთქვა, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში

მამუკა მდინარაძე: ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერა ხელი, არამედ უბრალოდ, ეთქვა, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გერმანეილი დეპუტატების ნაწილი განცხადებაზე ისაუბრა, რომელთა თქმითაც, საქართველოში ეუთო/ოდირის მისია დაშვებული არ ყოფილა.

„რა იკადრეს ჩვენმა კოლეგა გერმანელმა დეპუტატებმა. ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერა ხელი, არამედ უბრალოდ, ეთქვა, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე. აბა, ვინმეს კითხვა დაუსვით - ამას გმობენ? გამოასწორებენ ამას? ანუ მათ იფიქრეს, რომ გერმანიის დეპუტატს ინფორმაციის გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე ქართველ დეპუტატს, მაგალითად, მდინარაძეს თუ სხვას და უბრალოდ, ასე ძალით გვჯობნიან, რომ მეტი რესურსი აქვთ ინფორმაციის გავრცელების და დანარჩენ მსოფლიოს ეუბნებიან, ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოშიო. ამას რამდენიმე წლის წინაც არავინ იკადრებდა. ახლა უბრალოდ, ქართული აგენტურის, ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვეს, რომ ეუთო/ოდირის მისია თურმე, საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში. ასეთი თავხედური და ხელის გადაგრეხის ბინძური მეთოდების შემსწრე ვართ, რომლითაც დღეს ებრძვიან საქართველოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, ეს არ არის ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

„არგუმენტები არ არსებობს - როგორ შეიძლება, ილაპარაკოს „ნაცმა“ ვინმეს არაჰუმანურობაზე ან პოლიტიკურ პატიმრებზე, თავის თავში დაჯერებული პიარით „ნაცმა“ გაბედა და გეუბნება, პოლიტიკური პატიმარი გყავსო. გერმანელი დეპუტატი თავის ქვეყანაში ამბობს, რომ თუ პოლიციას პიროტექნიკას უბრალოდ მიუშვერ, ეს არის უპატიებელი დანაშაული და შენი ქართველი პოლიციელი, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მას ფეხებზე ჰკიდია. ჩემი გმირი ქართველი პოლიციელი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოლა, ომის ვეტერანია, ფეხებზე ჰკიდია იმ სხვას. ჩვენ არ გავაკეთებთ ამას. ჩვენი გმირი პოლიციელისთვის სახეში მიშვერილი ცეცხლი არის საქართველოს სახეში მიშვერილი ცეცხლი და მისთვის ნასროლი ქვა არის საქართველოსთვის ნასროლი ქვა.

გერმანელი ან სხვა ქვეყნის რომელიმე დეპუტატი, რომელიც იგივე აგენტურულ ქსელშია ჩართული, რას იტყვის და რას მოიტყუება, საერთოდ არ გვაინტერესებს იმიტომ, რომ ჩვენ დავიცავთ ამ ჩვენს პოლიციელებს. როგორ - თუ გერმანელი პოლიციელის მიმართ უბრალოდ მიშვერილი პიროტექნიკა თუ უპატიებელი დანაშაულია, ამ პიროტექნიკიდან უკვე ნასროლი ცეცხლი რატომ არ არის საქართველოში დანაშაული და რატომ არის ეს მშვიდობიანი?“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, ეს არა ორმაგი სტანდარტი, არამედ თავხედობაა, რომელსაც საქართველო არ გაატარებს.

„კიდევ კარგი და ეს ჩვენი დამსახურებაა, რომ მივედით იმ ზომამდე, რომ ამის ლაპარაკის თავი გვაქვს. ვილაპარაკებთ და ქმედებითაც გადავალთ შეტევაზე, როცა ქართულ ინტერესებს ეხება საქმე. რაღაც მორალზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე - პოლიტიკური მორალი ემთხვევა ადამიანურსაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მორალი გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან. რომელი ჯაშუში, მისი პატრონი ან მისნაირი სადღაც რას იტყვის, საერთოდ არ გვაინტერესებს იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენი სიმართლის გატანის თავი ამ ქვეყანაში, როგორც მინიმუმ და მერე სხვაგანაც იმედები გვიჩნდება ბევრი რაღაციდან გამომდინარე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც წერია: „ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში არ იქნა დაშვებული".

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოაქვეყნა,