„შპიგელი“:  ოლაფ შოლცი უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს

„შპიგელი“:  ოლაფ შოლცი უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ბუნდესტაგის 23 თებერვლის არჩევნებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ, თუმცა ამას ხელს უშლის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის კანცელარია.

ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის გასაგზავნი შეიარაღების სია, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლის შემდეგ შედგა, მოიცავდა სამ Iris-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო ბატარეას რაკეტებით, Patriot-ის რაკეტებს, ათ ჰაუბიცას და საარტილერიო საბრძოლო მასალას.

გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები დამატებითი დახმარების საჭიროებას ასაბუთებენ იმით, რომ კიევის გადაუდებელი საჭიროებების პროგნოზირება შეუძლებელია გამომდინარე იქიდან, რომ რუსული შეტევის გაძლიერების გამო ბოლო თვეებში უკრაინის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ამასთან, „შპიგელი“ წერს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ გაურკვეველი გახდა, გააგრძელებს თუ არა ვაშინგტონი კიევის სამხედრო მხარდაჭერას 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ.

იანვრის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების გეგმის განხორციელება იმის გამო შეფერხდა, რომ ფედერალური კანცლერის კანცელარიამ არაოფიციალურად მიანიშნა, რომ არ უჭერს მხარს კიევისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფას. ოლაფ შოლცის კანცელარიაში განმარტავენ, რომ არ სურთ დახმარების გამოყოფა ბუნდესტაგის არჩევნების წინ და, შესაბამისად, ახალი მთავრობის ფაქტის წინაშე დაყენება.

გარდა ამისა, ოლაფ შოლცის კანცელარიაში ვერ ხედავენ გადაუდებელი ქმედებების საჭიროებას, რადგანაც საკმარისად მიიჩნევენ 2025 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებულ დაახლოებით ოთხ მილიარდ ევროს, ასევე მიუთითებენ G7-ის მიერ გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივებიდან გამოყოფილი 50 მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყენების შესაძლებლობაზე.

„სოციალ-დემოკრატებში“ „შპიგელის“ წყაროები ვარაუდობენ, რომ შოლცს არ სურს საარჩევნო კამპანიის პიკში უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდების გამოცხადება, რათა არ გააღიზიანოს „სოციალ-დემოკრატების“ პოტენციური ამომრჩევლები.

მარბიელი ევროპა, რომელიც ბოლო 8 საუკუნე მსოფლიოს ალამდარი იყო პოლიტიკურად, ეკონომიურად, მეცნიერების, კულტურის და პროგრესული იდეების მხრივ, დღეს გირჩზურაბას პოზაშია, ამერიკის თითების გატკაცუნებაზე აკეთებს შეხტომებს ... და ამის მიზეზია შოლცისნაირი,სარკოზისნაირი, 6 თვეში ერთხელ ცვალებადი ინგლისის პრემიერების უნიჭობა უუნარობა ... რელიგიის და ტრადიციული ღირებულებების მიმართ, მიგრაციისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ ქაოსური და უწვინო პოლიტიკა
გასაგებია, რომ ბისმარკის, მეტერნიხის,დე გოლის, ტეტჩერის დონის პოლიტიკოსები არ იშობიან, როცა თურქეთს, რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს მართავენ ჭკვიანი ადამიანები, ევროპის უმწეობა უფრო თვალსაჩინოა
კიდევ კარგი, რომ აშშ-შ- მოდის აზრიანი და ჭკვიანი ძალა
ჩვენ? ამ უხერხემლოებს არ მოსწონთ საქართველოს ანტიკოლონიური განწყობის ხელისუფლებ, უნდათ მატზე უარესად წაკუზული ხაზარაძის, გვარამიას,სააკაშვილისნაირთა მოსვლა ხელისუფლებაში და პირველ რიგში იმიტომ, რომ - თუ საქართველომ თავისი თუ გაიტანა, ევტოპოლიტიკოსების უსუსურობა გაშიშვლდება და ქართული მაგალითი გადამდები იქნება ბალკანეთისა და სხვა სახელმწიფოებისათვის;
ამაშია საქმე!
3 საათის უკან
მარბიელი ტექსტი გამექცა - ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა დღეს ერის ჯანსაღი ნაწილის, ანუ ხალხის დიდი უმრავლესობის კონსოლიდაცია, მოთმინება და უშეცდომობა!!!
ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე გადავკრათ სახრე ჩვენს მიერ არჩეულებს და დაქირავებულებს და ... არა კორუფციას! არა ჩაწყობილ ტენდერებს! განვავითაროთ კერამიკული, მრეწველობა, გადამამუსავებელი მრეწველობა...
გაუმარჯოს რეალურ სამართლიანობას!
2 საათის უკან