ვლადიმერ ბოჟაძე 4 ოპოზიციური პარტიის წერილზე: ნებისმიერი ასეთი წერილი ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ისინი რეალურად საქართველოს მტრები არიან

ვლადიმერ ბოჟაძე 4 ოპოზიციური პარტიის წერილზე: ნებისმიერი ასეთი წერილი ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ისინი რეალურად საქართველოს მტრები არიან

ნებისმიერი ასეთი წერილი ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ისინი რეალურად საქართველოს მტრები არიან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროსაბჭოსადმი 4 ოპოზიციური პარტიის წერილს, რომ არ დადასტურდეს „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება.

„მათი ამოცანაა არა ქართული ოცნების, არამედ ზოგადად საქართველოს იზოლაცია, რაც ჩემი აზრით მიუღწეველი მიზანია, რადგან იცით, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატში. ოპოზიცია უკვე მესამე თვეა ატყუებს მოსახლეობას და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა ვერცერთი მტკიცებულება მათ ამ მიმართულებით ვერ წარმოადგინეს. ამიტომ ნებისმიერი ასეთი წერილი ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ისინი რეალურად საქართველოს მტრები არიან“, - განაცხადა ბოჟაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „ახალმა“ და გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წერილით მიმართეს, რათა ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება.

მარბიელი ნუ გვასულელებ ბოჟაძე! ოპოპარტიების პოზა მე არ მომწონს, მაგრამ ისინი რომ ცდილობენ ავტორიტეტი შეულახონ ხელისუფლებას, რათა ახალ არჩევნებამდე მიიყვანონ ქვეყანა
ეს პოლიტიკური ბრძოლის არაკაცური, მაგრამ მაინც ხერხია
ქვეყნის მტრობა სხვა რამაა
მათ იციან, რომ მათი საერთო რეიტინგი ახლა 35%-ც არაა, მაგრამ რახან ქვეყანა ვერ გადაატრიალეს, იმედოვნებენ, რომ ახავ არჩევნებს მიაღწევენ,ხალხი კი, გაბრაზებული იმაზე, რომ ოცნებამ შედეგები ვერ დაიცვა, ახალ არჩევნებზე არ მივა და ოპოს 700 ათასი ხმა 50% გახდება ...
მე რაც მიკვირს, გახარიას რა უნდა იმ გნიდებთან;იმედია ისინი ავტინაცურ საპარლემენტო კომისიაში შევლენ ... თუ არადა როგორც კი საშუალება მიეცემათ ხაზარაძე, გვარამია და სააკაშვილი მას დატკეპნიან!
4 საათის უკან