ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები გაცდნენ ყველანაირი პოლიტიკური პროცესის ჩარჩოებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ.
მისივე თქმით, ისინი კვლავ დაუბრუნდნენ რადიკალიზაციის გზას.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები გაცდნენ ყველანაირი პოლიტიკური პროცესის ჩარჩოებს. კვლავ დაუბრუნდნენ არჩევნების შემდეგ, ისევე როგორც წინა არჩევნებზე და ყველა არჩევნებზე, რადიკალიზაციის გზას. ეს მათ მეტ ნაკლებად კარგად გამოსდით, უკვე წლებია ამას ამტკიცებენ, მაგრამ თვითონ ეს პროცესიც მილევად რეჟიმშია.
სანამ თქვენთან მექნებოდა ჩართვა, გადავხედე მათ ე.წ. მედიასაშუალებებსაც ვეღარ დავარქმევ, იმიტომ, რომ არანაირად არ იმსახურებენ ამ დეფინიციას და რაღაც წერილებს აქვეყნებენ. იმას მივწერეთ, ამას მივწერეთ. რომ იცოდეთ რამდენ წერილებს ვიწერები, რამდენი წერილები მიმიწერია ცხოვრებაში როგორც პირადი ხასიათის, ისე სამსახურებრივი ხასიათის, მაგრამ ყველაფერზე დადებითი შედეგი არ დამდგარა და ეს ასეა ყოველთვის. პიარული თვალსაზრისით ამას ისე ფუთავენ, რომ აი, მეგობარი აქტი დარეგისტრირდა. ჩვენც შეგვიძლია რაღაცით მივმართოთ კონგრესს, დარეგისტრირდეს ეს და რაღაც სარეესტრო ჟურნალში ეს გატარდეს“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.
მისივე თქმით, ამით არა საქმეში ჩახედულ ადამიანს უქმნიან წარმოდგენას, რომ რაღაც აპოკალიფსური სიტუაცია ხდება მათ სასარგებლოდ, მაგრამ სიტუაცია არის შემდეგში, რომ 10-11 დღე არის ძალიან მცირე ვადა და ტრამპის ადმინისტრაცია პირველი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს 20 რიცხვის შემდეგ.