ლევან ნიკოლეიშვილი: ჯო უილსონი და კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერები ძალიან საცოდავად  გამოიყურებიან, როცა

ლევან ნიკოლეიშვილი: ჯო უილსონი და კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერები ძალიან საცოდავად  გამოიყურებიან, როცა "ამტკიცებენ"  საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურიაო

“ჯო უილსონი  ძალიან იაფფასიანი ამერიკელი პოლიტიკოსი და მის იმედად შემყურე კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერები ძალიან საცოდავად  გამოიყურებიან, როცა იჭაჭებიან და "ამტკიცებენ" საქართველოში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს ხელისუფლება არალეგიტიმურიაო. მაშ როგორ მოხდა, რომ უკრაინის მხარდამჭერ რამშტაინის ფორუმზე საქართველოს ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა?”- წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, ჯო უილსონმა ან თავისი სიტყვები უნდა წაიღოს უკან ან თუ თავად ნატოს ვერ დაშლის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის   მინისტერიალები უნდა გააუქმოს.

“ჯო უილსონი  ძალიან იაფფასიანი ამერიკელი პოლიტიკოსი და მისი იმედად შემყურე კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერები ძალიან საცოდავად  გამოიყურებიან, როცა იჭაჭებიან და "ამტკიცებენ" საქართველოში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს ხელისუფლება არალეგიტიმურიაო. მარტივი კითხვა ისმევა, მაშ როგორ მოხდა, რომ უკრაინის მხარდამჭერ რამშტაინის ფორუმზე საქართველოს ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა? ცხადია,  როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვინაიდან ამ ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან, ნატოს წევრი და პარტნიორი  სახელმწიფოების სამხედრო უწყების ხელმძღვანელები, მათ შორისა საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის ვიცე-პრემიერი  და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. სხვათა შორის ამ შეხვედრაზევე გახლდათ აშშ-ს თავდაცვის მდივანი (თავდაცვის მინისტრი) ლოიდ ოსტინიც. ახლა არ მითხრას ვინმემ ასეთ შეხვედრებზე არალეგიტიმური მთავრობების წევრებიც ესწრებიანო. მე კი უფრო მეტსაც  გეტყვით გაზაფხულზე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეხვედრაა ხოლმე ბრიუსელში (ნატოს შტაბ-ბინაში) ბატონი ირაკლი ჩიქოვანი იქაც იქნება, თან როგორ, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი.  მანამდე კი იგივე ნატოში წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, სადაც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრება. ნახევრად ხუმრობით დავასრულებ ჯო უილსონმა ან თავისი სიტყვები უნდა წაიღოს უკან ან თუ თავად ნატოს ვერ დაშლის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის   მინისტერიალები უნდა გააუქმოს.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.