ლევან მაჭავარიანი: პია კაუმა აპირებდა ვიზიტს, როდესაც ეს ვიზიტი გადაიდო მან წერილი მისწერა მაკა ბოჭორიშვილს იქიდან გამომდინარე, რომ არნახული მასშტაბის ბულინგი წავიდა

ლევან მაჭავარიანი: პია კაუმა აპირებდა ვიზიტს, როდესაც ეს ვიზიტი გადაიდო მან წერილი მისწერა მაკა ბოჭორიშვილს იქიდან გამომდინარე, რომ არნახული მასშტაბის ბულინგი წავიდა

ქალბატონი პია კაუმა აპირებდა ვიზიტს, როდესაც ეს ვიზიტი გადაიდო მან წერილი მისწერა მაკა ბოჭორიშვილს იქიდან გამომდინარე, რომ არნახული მასშტაბის ბულინგი წავიდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ევროპიდან და ამერიკიდანაც იმ აქტორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ლობირებენ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ და აგენტებს ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„მან გადადო ეს ვიზიტი, შეიძლება ერთ თვეში შედგეს, შეიძლება ორ თვეში, ჩვენთვის ამას განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, სადაც აბსოლუტურად გაქარწყლებული არის ყველა ის ბრალდება, რაც ოპოზიციამ წამოაყენა დღის წესრიგში არჩევნების მეორე დღიდანვე, მსგავსი არაფერი არ მოხვედრილა საბოლოო ანგარიშში. რა თქმა უნდა იქ იყო რაღაცა რეკომენდაციები და სწორედ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სურს ქალბატონ პია კაუმას თავის დელეგაციასთან ერთად ჩვენთან შეხვედრა, რომ ეს რეკომენდაციები ჩვენ გავითვალისწინოთ.

მან ხაზი გაუსვა, რომ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთო, რა თქმა უნდა ჩვენ გვიგულისხმა და ვისაუბროთ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებაზეო. იმ ინტერვიუში ჩვენ ძალიან საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, რითაც აპელირებდა არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია, არამედ მათი გარე უფროსებიც საზღვარგარეთიდან და ბატონი ბორელიც, რომ იმ ანგარიშში არ მოხვედრილა ტერმინი „თავისუფალი“ და „სამართლიანი“, ეს სიცრუე და ტყუილია. ქალბატონმა კაუმამ ამას ხაზი გაუსვა, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ეს სიტყვები მონაწილეობას არასდროს არ იღებს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანი სიტყვები არის მათი მხრიდან, თუ ისინი არქმევენ არჩევნებს „კონკურენტულს“ და წერენ, რომ „ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო იმისთვის, რომ ეწარმოებინა საკუთარი საარჩევნო კამპანია“. ეს ორივე ფრაზა, რა თქმა უნდა საბოლოო ანგარიშში აღმოჩნდა და შესაბამისად ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს.

ქალბატონ პია კაუმას იმ ინტერვიუში ისიც ჰკითხეს, რომ თქვენი ქვეყნის შემთხვევაში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ არა გარე ძალების მხრიდან ან სხვა ქვეყნების მხრიდან ლეგიტიმაციის აღიარება ან არ აღიარებაო და ქალბატონმა კაუმამ ძალიან სწორი პასუხი გასცა ჩვენი შეფასებით. ეს ის პასუხია, რასაც ჩვენ ვეთანხმებით და ძალიან ხშირად ვაჟღერებთ. ქალბატონმა კაუმამ განაცხადა, რომ ეს არის პირდაპირ სუვერენიტეტის შეურაცხყოფა, როდესაც შენ ელოდები შენს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების აღიარებას, ან ლეგიტიმაციის მიცემას, სხვა ქვეყნისგან.

ეს ყველაფერი ძალიან არ მოსწონს რადიკალურ ოპოზიციას, ვინაიდან მათი მთლიანი დღის წესრიგი, რაც არის აგებული ამ არჩევნების ლეგიტიმურობა - არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. არჩევნები შემდგარია, ჩვენ გვაქვს 1 120 000 ამომრჩეველზე მეტის მხარდაჭერა, მათ მოგვანიჭეს ეს ლეგიტიმაცია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ლაზი იმ ქალბატონმა თავისი სათქმელი თქვა. მისი წერილები მკაფიოდ ადასტურებს, რომ ეუთო აღიარებს არჩევნების შედეგებს და არჩეულ ხელისუფლებას. დანარჩენი შენიშვნები ტექნიკური საკითხებია.
შეჭამეს ადამიანი აქაურმა და იქაურმე უსმშობლო უღირსებმა, მაგრამ იმ წერილებით, სათქმელი მაინც ცალსახად თქვა, ანუ ხელისუფლება ლაგიტიმურიაო, რადგან წერს, პრემიერ მინისტრთან კონსტრუქციული საუბარი მქონდაო. არალეგიტიმურებთან საუბრებს კონსრუქციულს არ უწოდებენ, ასეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
8 საათის უკან