ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გარანტორები ამ ქვეყანაში, რომ ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული

ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გარანტორები ამ ქვეყანაში, რომ ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული

ძალიან მიაჩვია რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით ახალგაზრდების ყური იმას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ რაღაც რეჟიმი არის და ჩვენ გვინდა, რომ განსხვავება დავანახოთ რეალურად რას ნიშნავს ავტორიტარული რეჟიმი. შემდეგ გაავლონ ამ ახალგაზრდებმა პარალელი, თუ რამდენად განსხვავდება „ქართული ოცნების“ მმართველობა წინა ხელისუფლებისგან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ქმედებებს შეისწავლის.

„განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად რეჟიმზე, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა შემოქმედზე ამ რეჟიმის, ვინც მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევაში მსუბუქად რომ ვთქვათ და, რა თქმა უნდა, ამაში განსხვავება არის. ვიღაცამ რაღაცაზე პასუხი აგო, რაღაცაზე კიდევ უნდა აგოს პასუხი. ვიღაცას საერთოდ არაფერზე არ მოუწია პასუხის გება და ასე შემდეგ. მთლიანად რეჟიმსაც მოუწევს ამ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს ერთი ნაწილი, რაც სამართლებრივ ჭრილში ვთქვით, რომ სამართლიანობა აღდგეს ამ ქვეყანაში. მეორე ნაწილიც არის, რა თქმა უნდა. არიან ისეთი ახალგაზრდები მაგალითად, ვისაც ემოციის დონეზე ეს ყველაფერი არ ახსოვთ, არიან ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან პატარები იყვნენ და და საერთოდ არ ახსოვთ ეს რეჟიმი. დღეს ძალიან მიაჩვია რადიკალურმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ თავიანთი მედიასაშუალებებით მათი ყური იმას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ რაღაც რეჟიმი არის და ჩვენ გვინდა, რომ განსხვავება დავანახოთ რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი, რას ნიშნავს ავტორიტარული რეჟიმი და მერე გაავლონ ამ ახალგაზრდებმა პარალელი, თუ რამდენად განსხვავდება ფუნდამენტურად „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომლის ფილოსოფიაც თავიდან ბოლომდე ეფუძნება ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას, რომელსაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ჩაუყარა საფუძველი. ზუსტად იგივე კურსით ვაგრძელებთ ჩვენ მუშაობას და ყოველთვის ვიქნებით გარანტორები ამ ქვეყანაში, რომ ყველა ადამიანის უფლება იქნება, რა თქმა უნდა, დაცული. აი, ეს არის ის ორი მიზეზი და მიზანი, რასაც ეს ყველაფერი ემსახურება და, შესაბამისად, ძალიან აქტიური მუშაობა იქნება ამ კუთხით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.