„ტრამპის გეგმა „დიფ სთეითის“ გასანადგურებლად“- ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარსლონი კონსერვატორ აქტივისტთან, ნედ რაიანთან ინტერვიუს ნაწილს.
კონსერვატიული ორგანიზაციის „ამერიკული უმრავლესობის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიფ სთეითის“ მილიონ ნაწილად დაშლა უნდა შეძლოს.
მისი თქმით, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს გაცნობიერებული აქვს თუ ვინ არის ქვეყნის რეალური მტერი და თავის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, არაკონსტიტუციური ძალების დამარცხებას შეძლებს.
“დონალდ ტრამპმა ძალიან კარგად იცის, რამდენად სერიოზული ძალების წინააღმდეგ დგას. მართალია, გვძულს „დიფ სთეითი“, მისი ადმინისტრაციული, სახელმწიფო და კორპორაციული პროპაგანდა, თუმცა ისინი ძალიან სერიოზულ ძალას წარმოადგენენ, რომელთაც სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლიათ. ტრამპი მათ არ გაურბის, არამედ უპირისპირდება. ტრამპი ბრუნდება თეთრ სახლში და გააზრებული აქვს, რომ ამჟამად გვყავს მთავრობა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს კონსტიტუციურ რესპუბლიკასთან. ამიტომ, იმედი მაქვს, მან კარგად იცის, ვინ არის მტერი“, - თქვა რაიანმა.
“ვფიქრობ, იგი პირველივე დღეს ათასობით ადამიანს გაათავისუფლებს ფედერალური მთავრობიდან. ტრამპი უნდა იქცეს ამ სისტემის დამანგრეველ ძალად. ყველა პრობლემა, რაც ამერიკას ახლა აქვს, მოდის ამ არაკონსტიტუციური ადმინისტრაციული სახელმწიფოდან, და იმედი მაქვს, ტრამპის მიერ ნომინირებული მაღალჩინოსნებიც მისნაირ სიმამაცეს გამოიჩენენ და „დიფ სთეითს“ მილიონ ნაწილად დაშლიან“, - დასძინა კონსერვატორმა აქტივისტმა.