ლაშა პაპაშვილი სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს დაუპირისპირდა:

ლაშა პაპაშვილი სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს დაუპირისპირდა: "ქადაგიძემ გააკეთა ყველაფერი, რომ ევროპული საბანკო სექტორის გიგანტი საქართველოდან წასულიყო და ახლა მე ევროპაში წამიყვანს?"

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ფრანგული "სოსიეტე ჟენერალის" საქართველოს ბაზრიდან გასვლაში ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ადანაშაულებს. „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი და სანქციები ქვეყნის ეკონომიკას დიდი რისკისა და პრობლემების წინაშე აყენებს, მას გამოსავლის გზად აქციების შეწყვეტა და ოპოზიციის მიერ პარლამენტში მუშაობის გაგრძელება მიაჩნია.

"12 წელია ვუყურებ და საქართველომ კი არ გადაუხვია, არამედ აბსოლუტურად ევროპისკენ წავიდა... ასე არ შეიძლება. ხომ დაწყნარდა ქვეყანა?! ხომ მშვიდობა გვაქვს?! ბიზნესი ხომ გათავისუფლდა?

პერსონებზე არ მინდოდა საუბარი, მაგრამ როგორ შეიძლება, გიორგი ქადაგიძე აქ მოვიდეს და ბიზნესზე რამე ილაპარაკოს? მე მასწავლით თქვენ ევროპას? 2006 წელს ევროპული საბანკო სექტორის გიგანტი "სოსიეტე ჟენერალი" საქართველოში შემოვიყვანე და ქადაგიძემ გააკეთა ყველაფერი, რომ ის გასულიყო ქვეყნიდან. 2009 წელს დაინიშნა და პირველი რაც გააკეთა, ნახევარი მილიონით დააჯარიმა ბანკი... და ევროპაში წამიყვანს მე ქადაგიძე?

საბანკო სექტორის ხალხს ჰკითხეთ გიორგი ქადაგიძის ქმედებები. მე არ მინდა, რაც ყველამ იცის, იმ თემებზე ვისაუბრო, თუნდაც „ქართუ ბანკის“ თემა... 

ქადაგიძე ყველანაირად ხელს მიშლიდა, ჰკითხეთ სხვა ბანკებსაც. თქვან, ვერ ამბობენ, მაგრამ უნდა თქვან. ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება გამოვიდნენ და ილაპარაკონ... ქადაგიძემ და გილაურმა, რომელიც მაშინ პრემიერი იყო, ყველაფერი გააკეთეს, რომ "სოსიეტე ჟენერალი" საქართველოდან გაეყვანათ", - განაცხადა გადაცემა "წერტილში" ლაშა პაპაშვილმა.

არაგველი641 საინტერესოა თუ მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სესხების საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდეს ევროპულს?
10 საათის უკან
მარბიელი მართალი ხარ! ქადაგიძე ისეთივე მავნებელი და განავალია, როგორც სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, გვარამია, ხაზარაძე...
4 საათის უკან