Reuters: ევროკომისიამ უარყო მარკ ცუკერბერგის მტკიცება, რომ მონაცემების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობა სოციალური მედიის ცენზურას ახდენდა

Reuters: ევროკომისიამ უარყო მარკ ცუკერბერგის მტკიცება, რომ მონაცემების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობა სოციალური მედიის ცენზურას ახდენდა

ევროკომისიამ უარყო მარკ ცუკერბერგის მტკიცება, რომ მონაცემების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობა სოციალური მედიის ცენზურას ახდენდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიაში განმარტეს, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზა მოითხოვდა მხოლოდ უკანონო კონტენტის წაშლას.

მარკ ცუკერბერგმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპაში სულ უფრო იზრდება კანონების რაოდენობა, რომლებიც ცენზურას ახდენენ და ართულებენ იქ რაიმე ინოვაციურის შექმნას.

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ციფრული სერვისების შესახებ კანონი არ მოითხოვდა პლატფორმებისგან კანონიერი კონტენტის წაშლას, არამედ მხოლოდ ისეთი კონტენტის წაშლას, რომელიც შეიძლება საზიანო ყოფილიყო, მაგალითად, ბავშვებისთვის ან ევროკავშირის დემოკრატიებისთვის.

„ჩვენ აბსოლუტურად უარვყოფთ ცენზურის შესახებ ნებისმიერ განცხადებას“, - თქვა ევროკომისიის სპიკერმა.

კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს.

მარბიელი გავკარი ევროკომისისს, ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ კაპანაძე, კინწურაშვილი მამალი ნაცები არიან და საწინააღმდეგო თავისუფალ აზრს ყოველნაირად ბლოკავდნენ!
ევროკომისია არც ფონდერლაიენის და ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნების კორუმპირებულობასაც უარყოფს, მაგრამ ეს ფაქტია და მთელმა დედამიწამ იცის თავისი მტკიცებულებებით!
1 საათის უკან