ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი ევროპულ პოლიტიკაში ჩარევასა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„საერთაშორისო ულტრამემარჯვენე ადამიანები, რომლებსაც ჩვენ წლების მანძილზე ესპანეთში წინააღმდეგობას ვუწევდით, ახლა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის მიერ იმართებიან და ღიად თავს ესხმიან ჩვენს ინსტიტუტებს, აღვივებენ ზიზღს და გერმანიაში ნაცისტების მემკვიდრეებს ღიად მხარს უჭერენ“, - ციტირებს Reuters-ი სანჩესს.
სააგენტოს ცნობით, ეს განცხადება სანჩესმა მადრიდში დიქტატორ ფრანკოს გარდაცვალებიდან 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
Reuters-ის მტკიცებით, მასკმა გასულ კვირას სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, კატალონიაში გაუპატიურებისთვის საბრალდებო განაჩენები ძირითადად უცხოელების მიერ იყო გამოტანილი.
სანჩესის თქმით, დემოკრატია ფაქიზია და ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. „თუ რამეს გვასწავლის ისტორია, არის ის, რომ თავისუფლება მუდმივი მიღწევა არ არის“, - დასძინა ესპანეთის პრემიერმა.
ეგ არის თქვენი წესი და სტანდარტი.
ამდენ ხანსაც ამერიკის ჭკუაზე ცეკვავდით, მაგრამ ის მუსიკა მოგწონდათ, ახლა სხვა მუსიკას დაუკრავენ, თქვენ რომ არ მოგწონთ ისეთს, იცეკვებთ კი არა, სულ ციბრუტივით იტრიალებთ, აბა! ახლა მთლად ამერიკაზე ხართ დამოკიდებული. რუსეთის რესურსებზე რომ უარი გათქმევინეს, მაშინ უნდა გეფიქრათ რა სამარეს ითხრიდით.