ლევან მაჭავარიანი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე: ეს არის მისთვის ჯილდო იმისათვის, რომ უფრო ერთგულად ემსახუროს გარე ძალებს და სხვა ქვეყნების ინტერესებს

ლევან მაჭავარიანი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე: ეს არის მისთვის ჯილდო იმისათვის, რომ უფრო ერთგულად ემსახუროს გარე ძალებს და სხვა ქვეყნების ინტერესებს

ეს არის მისთვის ჯილდო იმისათვის, რომ უფრო ერთგულად ემსახუროს გარე ძალებს და სხვა ქვეყნების ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე.

„ეს არის [სტიპენდია] მისთვის [სალომე ზურაბიშვილისთვის] ჯილდო იმისათვის, რომ უფრო ერთგულად ემსახუროს გარე ძალებს და სხვა ქვეყნების ინტერესებს. მეორე მხრივ, მას უკვე სტატუსი აღარ აქვს დარჩენილი და იგი არის მხოლოდ ქალბატონი ზურაბიშვილი, აღარ არის პრეზიდენტი და თითქოსდა ამით [ჯილდოთი] სტატუსის მინიჭების მცდელობაც არის, რომელიც ჩვენი მოსახლეობის თვალში ვერ გაზრდის ქალბატონი ზურაბიშვილის წონას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ლაზი გორბაჩოვს ნობელის პრემიით გადაუხადეს ქვეყნის ინტერესების ღალატის საფასური. ზელენსკიც ნობელზეა წარდგენილი და ალბათ მიიღებს კიდეც. ზურაბიშვილი შედარებით წვრილფეხ კატეგორიას მიაკუთვნეს და სტიპენდიაც ეყოფაო, აბა!
14 საათის უკან