შალვა პაპუაშვილი: უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს

შალვა პაპუაშვილი: უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს

უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქიის“ გვერდზე, რითაც ზელენსკის ინტერვიუს ეხმაურება.

„არ ვიცი, ინტერვიუში ნახსენები სატვირთო თვითმფრინავები იგივე თვითმფრინავებია თუ არა, ომის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს მოქალაქეების ომში გაშვების მოთხოვნით ზელენსკი რომ გვიგზავნიდა, მისი ერთგული „ენჯეოები“ და ოპოზიცია კი ჩვენს უარს მაშინაც პარლამენტის წინ ხმაურით აპროტესტებდა, მაგრამ, ფაქტია, რაშიც ნამდვილად უნდა გამოეყენებინა ეს თვითმფრინავები, ამის საშუალება მას არც მისცეს და საყვედურიც არ ათქმევინეს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მარბიელი არ ვიცი რა ხდება სომალიში, კონგოში იემენში, ბანგლადეშსა და გვინეა-პაპუაში, მაგრამ ევროპის, ჩრდ. აფრიკის, ჩრდ, ამერიკის და აზიის მოწინავე ქვეყნებში არაფერი ხდება იმის მსგავსი, რაც უკრაინაში ხდება - კორუფცია ზენიტშია - მიწოდებული იარაღის ნაწილს ხან სირიაში ნახულობენ, ხან აფრიკასა და ხან სად; მინისტრები, მათი მოადგილეები, ომთან დაკავშირებული სამხედროები და არასამხედროები კუბამეტრობით ალაგებენ დოლარებს, ზელენსკის ცოლმა 400ათასდოლარიანი მანქანა იყიდა ...ამას თვითონაც ვერ მალავენ ... ახლოსაა ის დრო, როცა ზელენსკისა და მის ბანდას უკრაინელი ხალხი გაასამართლებს!
17 საათის უკან