მასკი ტრუდოს: გოგონი, შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვი

მასკი ტრუდოს: გოგონი, შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს გოგონათი მიმართა და აღნიშნა, რომ ის აღარ არის კანადის მმართველი.

„გოგონი, შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვი“, - დაწერა მასკმა.

ცნობისთვის, 6 იანვარს ტრუდომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას აპირებს. 7 იანვარს ტრუდომ დაწერა, რომ მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს, როგორც ეს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს.