“ომის პარტიის" ვერც მუქარამ, ვერც სანქციებმა და ვერც აქციებმა საქართველოს ხელისუფლებას ვერ გადაათქმევინა უარი საკუთარი ქვეყნის ომში ჩართვასა და შესაბამისად მის დანგრევაზე,- ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას ექსპერტი ნინო ფოჩხუა.
მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ ებრძვიან ასე გამალებით ბიძინა ივანიშვილს, რომ ხვდებიან მის ავტორიტეტს საქართველოს მოსახლეობაში და იმას, რომ მან ავტორიტარული მმართველობა დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა.
“"ომის პარტიის" ვერც მუქარამ, ვერც სანქციებმა და ვერც აქციებმა საქართველოს ხელისუფლებას ვერ გადაათქმევინა უარი საკუთარი ქვეყნის ომში ჩართვასა და შესაბამისად მის დანგრევაზე. სწორედ ამიტომ ებრძვიან ასე გამალებით ბიძინა ივანიშვილს, ხვდებიან რა მის ავტორიტეტს საქართველოს მოსახლეობაში და რომ მან ავტორიტარული მმართველობა დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა.
უნდა გაიგოს ყველამ, რომ საქართველოში უკრანიზაციას არავინ დაუშვებს!
"დიფ სთეითს" ჩვენს ქვეყანაში დაკარგული აქვს ძალა,”-წერს ნინო ფოჩხუა.