„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას

საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით დადიფ სთეითისხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ, - ნათქვამიაქართული ოცნებისპოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას და ამით, ქართველები კარგ საქმეს გაუკეთებენ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღესდიფ სთეითისთამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებშიდიფ სთეითისგანადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომან ამერიკა გაანადგურებსდიფ სთეითსანდიფ სთეითიგაანადგურებს ამერიკას“. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედდიფ სთეითიანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმაშეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმაომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითისპატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე - უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეცმაიდანისავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ“, - ვკითხულობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.