ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანული საზოგადოება იზიარებს დონალდ ტრამპის გზავნილების აბსოლუტურ უმრავლესობას

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანული საზოგადოება იზიარებს დონალდ ტრამპის გზავნილების აბსოლუტურ უმრავლესობას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული საზოგადოება იზიარებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გზავნილების აბსოლუტურ უმრავლესობას.

„ტრამპი ძალიან მკაფიო, პირდაპირ გზავნილებს აგზავნის თავისი განცხადებებით და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აზერბაიჯანული საზოგადოება იზიარებს. ამიტომ იმედები დიდია. ეს მოიცავს აშშ-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.