ეს ამერიკის წარუმატებელი ადმინისტრაციის მიერ უნგრეთში გაგზავნილი ელჩის პირადი შურისძიებაა, - ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აშშ-ის მიერ უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსნის, ანტალ როგანის სასანქციო სიაში შეყვანას.
„ეს ამერიკის წარუმატებელი ადმინისტრაციის მიერ უნგრეთში გაგზავნილი ელჩის პირადი შურისძიებაა. რა ბედნიერებაა, რომ სულ რამდენიმე დღეში აშშ-ს სათავეში ჩაუდგება ხალხი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მეგობრად აღიქვამს და არა მტრად“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.