ტრამპი: დანიამ უნდა დათმოს გრენლანდია იმიტომ, რომ ის ჩვენ გვჭირდება თავისუფალი სამყაროს დასაცავად

ტრამპი: დანიამ უნდა დათმოს გრენლანდია იმიტომ, რომ ის ჩვენ გვჭირდება თავისუფალი სამყაროს დასაცავად

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია უნდა გახდეს აშშ-ის ნაწილი და ხაზგასმით აღნიშნა გრენლანდიის სტრატეგიული მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავისუფალი სამყაროს დასაცავად, მათ შორის ჩინეთისა და რუსეთისგან.

„ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის. კუნძულზე მხოლოდ 45 ათასი ადამიანია და არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე კანონიერი უფლება. თუ ასეა, მაშინ უნდა დათმოს გრენლანდია იმიტომ, რომ ის ჩვენ გვჭირდება თავისუფალი სამყაროს დასაცავად“, - აღნიშნა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი აძლიერებენ ყოფნას არქტიკულ რეგიონში.