მაკა ბოჭორიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე: ჩვენ ვნახეთ ამ ინსტიტუტის საქმიანობა საქართველოში, თუ რამდენი რამ გააკეთეს მათ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში

ჩვენ ვნახეთ ამ ინსტიტუტის საქმიანობა საქართველოში, საქმიანობა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, თუ რამდენი რამ გააკეთეს მათ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე.

„ამ პროცესებში სალომე ზურაბიშვილის ჩართულობაც ვნახეთ, მისი როლიც ვნახეთ, როგორ გამოიყენა მან პრეზიდენტის თანამდებობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ისიც ვნახეთ და ალბათ ეს არის ის, რაც ამ ინსტიტუტს სურდა საქართველოსთან მიმართებაში და სწორედ ამის ჯილდო არის ახლა სალომე ზურაბიშვილის სტიპენდიით დაჯილდოება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატი გახდა.