მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას, - განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, „ეუთო/ოდირს რომ მსგავსი ანგარიში ფინეთში ჩატარებულ არჩევნებზე გამოექვეყნებინა, გაგიჩნდებოდათ თუ არა კითხვები თქვენი მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით?“
როგორც პია კაუმამ აღნიშნა, ყოველთვის არის გასაუმჯობესებელი საკითხები.
„იცით, დავფიქრებულვარ ამაზე. ჩემი აზრით, პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ სრულყოფილი არავინაა - ყველა ქვეყანაშია ისეთი საკითხი/თემა, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს, ვერავინ დაიკვეხნის, რომ დემოკრატიის საბოლოო, ფინალურ დონეს მიაღწია. ყოველთვის არის გასაუმჯობესებელი საკითხები. მაგრამ ფინეთის შემთხვევას თუ მოვარგებთ ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას“, - განაცხადა პია კაუმამ.