კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მხრიდან კრიტიკას გამოეხმაურა.
ორშაბათს, ემანუელ მაკრონმა ილონ მასკი ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულა.
„ოჰ, როგორც მაშინ, როდესაც კირ სტარმერმა [ბრიტანეთის პრემიერი] დონალდ ტრამპს რასისტი უწოდა და თქვა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესაჩერებლად? ან როდესაც სტარმერმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები გააგზავნა აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ კამპანიისთვის?“ - აღნიშნა ილონ მასკმა.