საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით უსამძიმრებს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებს.
„ღრმად დამწუხრებული ვართ ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები დაშავებულებთანაა და ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ მძიმე დროს", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.