ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნების ლეგიტიმაცია შემდეგი კომპონენტებით დგინდება: საარჩევნო კომისიის დასკვნა, სასამართლოების დასკვნები და პარლამენტის დადგენილება. საბოლოო ჯამში როგორს ცესკომ, ისე, საერთო სასამართლოებმა, საკონსტიტუციომ სასამართლომ და საბოლოო ჯამში ახლად მოწვეულმა პარლამენტმა დაადგინა, რომ ეს არჩევნები შედგა, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ის გამოეხმაურა ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.
„მიხაილ როთის ლეგიტიმაცია რომ არ ექნება ქართველს ხალხს, ეს გასაგებია. ადამიანი ჩამოვიდა და ქართულ ეკლესიას დაუწყო ლანძღვა და მისგან რას უნდა მოველოდეთ? ან რას უნდა მოველოდოთ რასა იუკნევიჩიენესგან, რომელიც ქართველ ხალხს ორგანულად ვერ იტანს. ქართველი ხალხის სიყვარული არის ის, რომ 2022 წლის თებერვალში მოგვიწოდებდნენ მეომრები გაგვეშვა უკრაინაში და ქართველი ხალხი ომში დახოცილიყო? რამდენი ლიტველი, გერმანელი წავიდა იქ საომრად? ბატონი როთი და სხვები რომ მიგვიწოდებდნენ საომრად წასვლას ნატოს არაწევრ ქვეყანას, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, ამათ უყვართ ქართველი ხალხი? მოხალისეების გაგზავნისკენ რომ მოგვიწოდებდა უკრაინის პრეზიდენტი, თვითმფრინავს გამოვაგზავნით და ხალხი, მეომრები გამოაგზავნეთო, მას უყვარს ქართველი ხალხი? რატომ გერმანიაში, პოლონეთში არ გააგზავნა? ყველა ფიქრობს საკუთარი ქვეყნის ინტერესზე, სწორია ზელენსკი, იმიტომ, რომ ფიქრობს უკრაინელი ხალხის ინტერესზე, სწორია ლიტველი რომელიღაც პოლიტიკოსი, იმიტომ, რომ ლიტველების ინტერესზე ფიქრობს. ჩვენც ვფიქრობთ ქართველი ხალხის ინტერესზე. პრობლემა ოპოზიციაში და იმ ენჯეოებშია, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ არა ქართველი ხალხის, არამედ უკრაინის, ლიტვის, საფრანგეთის თუ სხვა ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ. ვეღარ გაურკვევია ზოგიერთს ქართული დროშა აფრიალონ, უკრაინის, ამერიკის თუ რომელი დროშა. 2022 წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც რუსეთის ჯარი მიმდგარი იყო კიევს, გამოვიდა მოქალაქეების ჯგუფი, პოლიტიკოსები, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები და იყო პარლამენტის წინ აქციები და ითხოვდნენ, რომ გაგვეგზავნა მეომრები უკრაინაში. დღეს ვის საფლავებზე იქნებოდნენ დატირებით, მერე ნახავდა ეს ხალხი. რატომ არცერთი - ენჯეოები, ის პოლიტიკოსები მადლობას არ იხდიან, რომ გავუძელით ზეწოლას შიგნით თუ გარედან და არ გავგზავნეთ და ხალხი საომრად არ გავუშვით?! ზელენსკიმ ამის გამო საქართველოდან ელჩი გაიწვია და ქართველი ენჯეოები და ოპოზიცია ამბობდა ზელენსკია საქართველოს პრეზიდენტიო“, - აცხადებს პაპუაშვილი.