ვლადიმერ ბოჟაძე: ნაცვლად იმისა, რომ მიუსამძიმრონ საქართველოს და ოჯახს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოძებნონ დამნაშავე ამ დიდ ტრაგედიაში, თუმცა ამ ტრაგედიას დამნაშავე არ ჰყავს, რადგან ასეთი ტრაგედიები ხდება

ვლადიმერ ბოჟაძე: ნაცვლად იმისა, რომ მიუსამძიმრონ საქართველოს და ოჯახს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოძებნონ დამნაშავე ამ დიდ ტრაგედიაში, თუმცა ამ ტრაგედიას დამნაშავე არ ჰყავს, რადგან ასეთი ტრაგედიები ხდება

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მთელს საქართველოს და ოჯახს ეს უდიდესი ტრაგედია და რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ტელევიზიები აგრძელებენ ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძემ სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას.

„ნაცვლად იმისა, რომ მიუსამძიმრონ საქართველოს და ოჯახს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოძებნონ დამნაშავე ამ დიდ ტრაგედიაში, თუმცა ამ ტრაგედიას დამნაშავე არ ჰყავს, რადგან ასეთი ტრაგედიები ხდება. ჩვენი მთავარი ვალია, რომ მიუსამძიმროთ ოჯახს, ვიგლოვოთ ამ ხუთი ანგელოზის გარდაცვალება და ნებისმიერი გარდაცვალება და ტრაგედია არ გამოვიყენოთ ვიწროპარტიული და პოლიტიკური ინტერესებისთვის.

სამწუხაროა, რომ ასეთმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოპოზიციის და მათი კონტროლირებადი მედიის რეალური სახე“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სოფელ საბერიოში ხანძარს გუშინ ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ისინი ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს. ტრაგედიაზე სპეკულაციური შეფასება გაკეთდა ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეარხზე.