თენგიზ შარმანაშვილი მსოფლიო კრიზისზე: მათ საქართველოსთვის არ სცალიათ. სცალიათ იმ ძალებს, რომლებსაც ჩვენ „გლობალური ომის“ პარტიას ვეძახით, ტრამპი კი „დიფ სთეითს“. ეს ის გავლენიანი ჯგუფებია, რომელთაც უნდათ სიტუაციების მართვა მსოფლიოში

თენგიზ შარმანაშვილი მსოფლიო კრიზისზე: მათ საქართველოსთვის არ სცალიათ. სცალიათ იმ ძალებს, რომლებსაც ჩვენ „გლობალური ომის“ პარტიას ვეძახით, ტრამპი კი „დიფ სთეითს“. ეს ის გავლენიანი ჯგუფებია, რომელთაც უნდათ სიტუაციების მართვა მსოფლიოში

მათ საქართველოსთვის არ სცალიათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ევროპის ქვეყნებში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ავსტრიაში სამთავრობო მოლაპარაკებები ჩაიშალა და კანცლერი გადადგა, ესპანეთში მთავრობა ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს, მორიგი სამთავრობო კრიზისი აქვს საფრანგეთს და გერმანიას, საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა რუმინეთში.

ამ ფონზე ის განცხადებები, რომელიც ამ ქვეყნებისგან საქართველოს მისამართით ისმის, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ გარე აქტორები საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული დავალებით მოქმედებენ.

„მათ საქართველოსთვის არ სცალიათ. სცალიათ იმ ძალებს, რომლებსაც ჩვენ „გლობალური ომის“ პარტიას ვეძახით, ტრამპი „დიფ სთეითს“ ეძახის და სხვადასხვა ტერმინოლოგიით მოიხსენიება. მაგრამ ეს ის გავლენიანი ჯგუფებია, რომელთაც უნდათ სიტუაციების მართვა მთელს მსოფლიოში. განა მათ სცალიათ, მათ პატრონებს სცალიათ, ვისაც აქვთ მათზე ზეგავლენა. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისულ სიტუაციაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ შოლცს ერთი თვე დარჩა, არჩევნები აქვს ჩასატარებელი და უზარმაზარი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი არჩევნების წინ, ამისთვის მოაცლევინეს. განა თვითონ მოიცალა, მოაცლევინეს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.