ევროპის ქვეყნებში პოლიტიკურ კრიზისს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
მისი თქმით, პოლიტიკური კონიუნქტურა ამ ქვეყნებში ისეთი აღარ იქნება, როგორიც გუშინ იყო.
„და ეს წარმავალი ხელისუფლება, რომელსაც თვითონ გააჩნია სერიოზული პოლიტიკური პრობლემები, ბიუჯეტთან დაკავშირებით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, იცლიან იმისათვის, რომ პატარა საქართველოს შეუტიონ. ეს არის საერთო გამოძახილი იმ ტრენდისა, რომელიც დღეს მსოფლიოში არის დამკვიდრებული. არ აწყობთ ის ხელისუფლება, რომელიც მშვიდობას ქადაგებს და სტაბილურობას ინარჩუნებს. უნდათ ის ხელისუფლება, რომელიც ყურმოჭრილი მონის პოზიციას დაიკავებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ავსტრიაში სამთავრობო მოლაპარაკებები ჩაიშალა და კანცლერი გადადგა, ესპანეთში მთავრობა ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს, მორიგი სამთავრობო კრიზისი აქვს საფრანგეთს და გერმანიას, საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა რუმინეთში.