გერმანიის პოლიციამ ბერლინში საცხოვრებელი სახლისთვის პიროტექნიკის სროლის გამო 23 წლის ბლოგერი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ბერლინში საცხოვრებელი სახლისთვის პიროტექნიკის სროლის გამო 23 წლის ბლოგერი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ბერლინში საცხოვრებელი სახლისთვის პიროტექნიკის სროლის გამო 23 წლის ბლოგერი დააკავა. ის ხანძრის გაჩენის, სხეულის მძიმე დაზიანებისა და მატერიალური ზიანის მიყენების მცდელობის ბრალდებით ბერლინის აეროპორტში დააპატიმრეს.

ბლოგერი თავად იღებდა პიროტექნიკის სროლის ვიდეოს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ბინის მცხოვრებლებმა ხანძრის სწრაფად ჩაქრობა შეძლეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით ბლოგერმა ახალი ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ შეცდომა დაუშვა და ბინის მფლობელს ბოდიშს უხდის. ის ასევე ამბობს, რომ პიროტექნიკის სროლით გერმანიაში არსებული რასიზმი გააპროტესტა.

ლაზი რას ამბობთ კაცო, არ გაბედოთ და ხელი არ ახლოთ მაგ მშვიდობიან კაცს!
საქართველოს სტანდარტით პიროტექნიკით პოლიციელების დაწვაც კი მშვიდობიანი გამოხატვის ფორმაა და გერმანიაში დანაშაულია?
6 თვის უკან