პაატა მანჯგალაძე: ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას, არ ატარებ არჩევნებს, მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“

პაატა მანჯგალაძე: ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას, არ ატარებ არჩევნებს, მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“

ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას, არ ატარებ არჩევნებს, მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ამერიკის შეერთებულ შტატები ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს.

„ქართველი ხალხის ძალისხმევამ, თითქმის 40-დღიანმა პროტესტმა, თავისი შედეგი გამოიღო და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მეგობარი და მთავარი მხარდამჭერი ჩვენი თავისუფლების და ერთიანობის, ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს. როგორც „მეგობარი აქტის“ ავტორები ამბობენ, მეგობარი ნიშნავს მართლა მეგობარს და ნიშნავს მხარდაჭერას, რომ როგორც ეს რეჟიმი, რომელიც არბევს, ძირს უთხრის დემოკრატიას და საფრთხის ქვეშ აგდებს ჩვენს თავისუფლებას, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებიდან.

ამერიკა არის ზესახელმწიფო, არის დემოკრატიის ფლაგმანი, დემოკრატიის მთავარი მხარდამჭერი მსოფლიოში. რეჟიმებს, რომლებიც არჩევნებს არ ატარებენ, საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან, აშშ ასეთი ფორმით პასუხობს. არ გაქვს დემოკრატია, ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას – მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“. ქართველი ხალხის მეგობარი არის ამერიკის შეერთებული შტატები და სწორედ ამიტომ ხდება ამ პროექტების, აქტების ინიცირება, რომ რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს ევროპისკენ გზას უღობავს, არ იყოს ხელისუფლებაში“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

დოი თქვე მანქურთებო,ვინ ეკითხება ამერიკას ან ევროპას ვინ იქნება ხელისუფლებაში,თან მუქარის ტონით! ამიტომ ხართ გამყიდველები!
2 დღის უკან
Gami თავგასიებული დეგენერატი
1 დღის უკან
KAB ჩქარობს აშშ-ის მიმავალი ადმონისტრაცია, ჩქარობს და ბევრ შეცდომას უშვებს. რაც შეეხება მანჯგალაძეს, ისეთ შინაგან მიუღებლობას იწვევს თავად იგი და, ზოგადად, ის საოცარი ეგზოტიკური პანოპტიკუმი პროქსიპოლიტიკოსებისა, რომელნიც კუდაწეული და წელში მოხრილნი ელიან ახალი პატრონის ალერსს, რომ კომენტარის ღირსადაც არ მიმაჩნია. საცოდაობაა ეს ყოველივე, რაც საქართველოში ხდება, საცოდაობა და იმ დეგრადაციის ანარეკლი, რაც გეგემონმა განიცადა და რასაც თავად აღიარებს უკვე ტრამპის პირით.
1 დღის უკან
ლევკოთეა ამას იმედია შვილი არ ჰყავს. ასეთი გენი არ უნდა გამრავლდეს საქართველოში.
1 დღის უკან