პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას უსურვებს.

„თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალითა და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა იმ სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა. დაე, კვლავ დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა. გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.