უკრაინული მედია: გამოკითხვის თანახმად, გაიზარდა უკრაინელების წილი, რომლებიც მზად არიან რუსეთთან ტერიტორიული დათმობისთვის ომის დასრულების მიზნით

უკრაინული მედია: გამოკითხვის თანახმად, გაიზარდა უკრაინელების წილი, რომლებიც მზად არიან რუსეთთან ტერიტორიული დათმობისთვის ომის დასრულების მიზნით

შესამჩნევად გაიზარდა უკრაინელების წილი, რომლებიც მზად არიან რუსეთთან ტერიტორიული დათმობისთვის ომის დასრულების მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2024 წლის 2-17 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოციოლოგების მონაცემებით, თუ 2024 წლის მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდში უკრაინელების წილი, რომლებიც მზად არიან ტერიტორიული დათმობებისთვის, სტაბილური იყო, ოქტომბრის დასაწყისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ასეთი ადამიანების რიცხვი გაიზარდა 32%-დან 38%-მდე.

„ამასთან, შემცირდა იმ ადამიანების წილი, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რაიმე დათმობას. თუმცა, მიუხედავად ყველა რთული გარემოებისა, დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინელების 51% ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგ გამოდიოდა [ოქტომბრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 58%-ს შეადგენდა]“, - აღნიშნეს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტში.

დოი მაგ კლოუნის რაღაზე დაახოცინეთ ამდენი ხალხი და დაანგრევიეთ ქვეყანა?!
1 დღის უკან
quji დოი, მეგობარო, მაგალითი უფროსი მეგობრისგან აიღო, ხომ არ ჩამორჩებოდა ვაჟკაცობაში
1 დღის უკან