გივი მიქანაძე: პოდოლიაკი იქნება თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის პატივისცემა, პატივი უნდა სცენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნებას

გივი მიქანაძე: პოდოლიაკი იქნება თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის პატივისცემა, პატივი უნდა სცენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნებას

პოდოლიაკი იქნება თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის პატივისცემა, პატივი უნდა სცენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნებას, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.

„ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი მიზანია, საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნის ინიციატორი და იმ პროცესებში ჩართული, რომლისკენაც უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა წლების განმავლობაში არაერთხელ მოგვიწოდეს. ამიტომ ჩვენი საზოგადოებისთვის გასაგებია, რა მიზანს ემსახურება პოდოლიაკისა და უკრაინის ხელისუფლების მაღალი პირების ასეთი განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელია ურთიერთობებისა. ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენ გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას. ეს არა მარტო სიტყვით არის გაცხადებული, არამედ გამოხატულია ხუთასზე მეტ საერთაშორისო რეზოლუციაში, სადაც საქართველო შეუერთდა პროცესებს. ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, ორ ხალხს შორის ურთიერთობები დააზიანონ, ვერაფერს გახდებიან, ეს ურთიერთობები კვლავაც მაღალ ნიშნულზე იქნება. დარწმუნებული ვართ, უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყება და ალბათ მათი მხრიდან მოხდება იმ შეცდომების აღიარებაც, რომლებიც მათივე განცხადებებიდან დამაზიანებელ კონტექსტში იქნა გაჟღერებული. ამასთან, პოდოლიაკი იქნება თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, ქვეყნის სუვერენიტეტი, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის პატივისცემა. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, პატივი უნდა სცენ მილიონ ას ოცი ათასი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ცალსახად, ღიად გამოხატა მხარდაჭერა მშვიდობის პარტიის, მმართველი გუნდის მიმართ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს.