არჩილ გორდულაძე: როდესაც მანიფესტანტი არღვევს კანონს და პირდაპირი მნიშვნელობით, პიროტექნიკას სამართალდამცველს ესვრის, თუ ეს დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა გერმანიაში, ზუსტად ასევე დაუშვებელია საქართველოშიც

არჩილ გორდულაძე: როდესაც მანიფესტანტი არღვევს კანონს და პირდაპირი მნიშვნელობით, პიროტექნიკას სამართალდამცველს ესვრის, თუ ეს დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა გერმანიაში, ზუსტად ასევე დაუშვებელია საქართველოშიც

საინტერესოა, სად არის ახლა გერმანელი დიპლომატი და გერმანიის ელჩი საქართველოში, რატომ არ გამოდის და არ აკეთებს განცხადებას? ან როგორ აუხსნის ქართველ საზოგადოებას, რა ხდება ახლა გერმანიაში?, - განაცხადა გერმანიაში ახალი წლის ღამეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ.

მან, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებებისას, ელჩის მხრიდან ორმაგი სტანდარტის არსებობაზე ისაუბრა.

„უნდა გამოვიდნენ ჩვენი გუნდის წევრები და მაშინ უნდა ისაუბრონ გერმანიაში დემოკრატიის უკუსვლაზე; უნდა მოვუწოდოთ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაკავებულები გაათავისუფლონ, რადგან ისინი მშვიდობიანი მანიფესტანტები იყვნენ და არაფერი დაურღვევიათ, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილად არიან დაპატიმრებულები და დაკავებულები - ამას ჩვენ ხომ არ ვაკეთებთ?! არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ობიექტურები და აღქმებს არ ვქმნით რაღაც მოგონილი ფაქტებიდან გამომდინარე.

როდესაც მანიფესტანტი არღვევს კანონს, არის სამართალდამრღვევი და პირდაპირი მნიშვნელობით, პიროტექნიკას სამართალდამცველს ესვრის, თუ ეს დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა გერმანიაში, ზუსტად ასევე დაუშვებელია საქართველოშიც“, - განაცხადა გორდულაძემ.

გერმანიაში ახალი წლის ღამეს მომხდარ შეტაკებას და პიროტექნიკის გამოყენებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.