BBC: ლას-ვეგასში, ტრამპის სასტუმროსთან აფეთქებული Tesla Cybertruck-ის მძღოლი მოქმედი ამერიკელი სპეცრაზმელი იყო

BBC: ლას-ვეგასში, ტრამპის სასტუმროსთან აფეთქებული Tesla Cybertruck-ის მძღოლი მოქმედი ამერიკელი სპეცრაზმელი იყო

ცნობილი გახდა, რომ ლას-ვეგასში ტრამპის სასტუმროსთან ტესლას მარკის ავტომობილი ამერიკელმა სპეცრაზმელმა, 37 წლის მეთიუ ლიველსბერგერმა ააფეთქა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სპეცდანიშნულების დანაყოფის სერჟანტის ვინაობა, აფეთქების ადგილზე მისი საბუთების და სამი მობილური ტელეფონის აღმოჩენის შედეგ დადგინდა. სამართალდამცველებმა ადგილზე ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს.

გამოძიებამ ლას-ვეგასსა და ახალ ორლეანში მომხდარი ინციდენტების პარალელების კვლევა დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის კავშირი არ იკვეთება.

2 იანვარს ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ საწვავით და პიროტექნიკით სავსე Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.