გერმანიაში ახალი წლის ღამეს ფეიერვერკის გასროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასევე იყო მრავალი დაპატიმრება და ხანძარი რამდენიმე ქალაქში. ბერლინში დააკავეს 330 ადამიანი პოლიციელებზე თავდასხმის გამო, რის შედეგადაც 13 პოლიციელი დაშავდა.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ გესეკეს გარეუბანში 24 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა თვითნაკეთი პიროტექნიკის გამოყენების გამო. თვითმხილველების თქმით, ძლიერი აფეთქება 500 მეტრამდე ისმოდა.
ასეთია ახალი მაკკეინების, ანუ უოლსონების და თვით შოლცის დემოკრატია.
მასკმა თქვა, გერმანიის ხსნა "ალტერნატივა გერმანიისათვის" პარტიაშიაო და შოლცმა ერთი ამბავი ატეხა, ჩვენს არჩევნებში ერევაო. აქ კი როთების არმიას აგზავნის, რუსთველზე მიტინგის ჩასატარებლად, არიქა დემოკრატიას ვუშველოთო.
ასეთნი არიან საქართველოსთვის დემოკრატიის დამცველი "მეგობრები".
გასაგებია, რომ ჩვენი იდიოტები იმიტომ ესხმოდნენ თავს პიროტექნიკით პოლიციელებს არასაახალწლო დღეებში, რომ არეულობა გამოეწვიათ. და გერმანიაში უბრალოდ ერთობოდნენ?
ლაზს . .
ევრო-ამერიკულ-რუსული მიდგომები საქართველოს მიმართ ხომ ყოველთვის იუპიტერის და ხარის სენტენციიდან იყო.