ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა.ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთის მიერ დაფინანსებული ჰაკერი დეკემბრის დასაწყისში დეპარტამენტის სისტემაში შეიჭრა. მან წვდომა მოიპოვა თანამშრომელთა კომპიუტერებსა და გარკვეულ დოკუმენტებზე. მომხდარის შესახებ კონგრესიც ინფორმირებული იყო.
აშშ-ის ფინანსურმა უწყებამ ჰაკერული თავდასხმა დაახასიათა როგორც მნიშვნელოვანი ინციდენტი. მასზე ფედერალური ბიურო სხვა სააგენტოებთან ერთად მუშაობს. ჩინეთმა კიბერთავდასხმაში მონაწილეობა უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.