ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ქართველი ხალხი

ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ქართველი ხალხი

ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინები, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, ან ინაუგურაციის დღეს აღარ გამოვიდოდა სასახლიდან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ინტერესი ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციაა, რასაც ყოფილი პრეზიდენტის მიერ ბოლო დღეებში გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელი არ შეუწყო.

„ეს იყო მათი გეგმა, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბულიყო სიტუაცია. ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ქართველი ხალხი“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა.

მარბიელი გ წერეთლის, ბობოხიძის, სააკაშვილის, ვაშაძის, ცისკარიშვილის, უგულავას, ბარამიძის, ხაზარაძის, გუბაზის, ბერძენიშვილების, დოლიძის, ნაცვლიშვილის ... და ყველასი, ყველასი ... პოლიტიკური ბიოგრაფია, გამონათქვამები, გულზე მჯიღების ცემა და ფიცი-მტკიცი გაიცნო, არა მარტო ამ პოლიტიკურ გვამებზე აგერევა გული, ზოგადად ადამიანის დანიშნულებასა და არსებობის აუცილებლობაში შეგეპარება ეჭვი!!!
6 თვის უკან
მარბიელი სისრულისათვის ამათ გვარამიას, მერაბიშვილს, ბოკერიას, ბესელიას და ოქრუაშვილს თუ დავამატებთ, თითქმის სრული სურათი იქნება
6 თვის უკან