გურამ მაჭარაშვილი სანქციებზე: ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ივანიშვილისთვის არაფერი შეცვლილა, მაგრამ აღიარებითი ჩვენება გააკეთა ამერიკის იმ ძალებმა, რომლებიც იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში აღარ იქნებიან სათავეში

ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ივანიშვილისთვის არაფერი შეცვლილა, რადგან დე ფაქტოდ დასანქცირებული იყო, მაგრამ აღიარებითი ჩვენება გააკეთა ამერიკის იმ ძალებმა, რომლებიც იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში აღარ იქნებიან სათავეში , - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„რომ გვეკითხებოდნენ, აბა სად არის უცხოური ძალა, ა ბატონო, გამოჩნდა უცხოური ძალა, რომელმაც აღიარა, რომ ის იყო, რომელიც სთხოვდა ქვეყანას, ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ომის დაწყებას. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ივანიშვილისთვის არაფერი შეცვლილა, რადგან დე ფაქტოდ დასანქცირებული იყო, მაგრამ აღიარებითი ჩვენება გააკეთა ამერიკის იმ ძალებმა, რომლებიც იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში აღარ იქნებიან სათავეში და ამერიკასთან ურთიერთობები გადატვირთვაზე წავა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციების ფარგლებში, ამერიკის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას.