მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ქვეყნის ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და მუშაობა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ქვეყნის ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და მუშაობა

ჩვენი ქვეყნის უმნიშნველოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა, იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დიდია დიპლომატების როლი პარტნიორებთან ურთიერთობების წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში.

„გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ საგარეო პოლიტიკის იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ასახულია საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში.

ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რაც ხშირად ხელოვნურად იქმნება ჩვენი გულწრფელი კონსტიტუციური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენს მთავარ საზრუნავად ისევ და ისევ რჩება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის, მშვიდობიანი ბრძოლის ყველა შესძლებლობა სათანადოდ გამოვიყენოთ.

საქართველოს მიმართ მიზანმიმართული, ხშირად უსაფუძვლო კრიტიკა და უსამართლო ნაბიჯები მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, საითკენაც მივისწრაფვით.

დიდია ჩვენი, დიპლომატების როლი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში.

ჩვენი ქვეყნის უმნიშნველოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა, იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ.

საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი, არ უნდა რჩებოდეს შეუმჩნეველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ამისთვის კიდევ უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობით მონიჭებული შესაძლებლობები.

ჩვენი თანამემამულეების ინტერესების დაცვა, მათთვის სამშობლოსთან კავშირის ხელშეწყობა უნდა იყოს ქართველი დიპლომატების ყოველდღიური საზრუნავი.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ბოლო პერიოდში ღია და დაუფარავი შეტევის ობიექტი გახდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ საქართველოს სიტყვის იმგვარად თქმას მსოფლიოში, როგორც ეს ჩვენს სამშობლოს ეკადრება.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ელჩების 2024 წლის კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის და გისურვებთ ბევრ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და სათანადოდ წარმოჩენაში”,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.